ანგარიში
კონფერენცია
2013 წლის 21, 22, დეკემბერს მოეწყო მასწავლებელთა სახლში კონფერენცია საქართველოს
მთავრობისა და ევროკომისიის ერთობლივი პროექტის etwiningplus-ის ფარგლებში. კონფერენციაზე მოწვეული იყო 100-მდე მასწავლებელი.
§ კონფერენციის ჩამტარებელი
ორგანიზაცია: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
§ კონფერენციის ჩატარების
ადგილი:თბილისი, მასწავლებლის სახლი
§ კონფერენციის ხანგძლივობა:2
დღე ( 9საათი)
კონფერენციის მიზანი და დღის განრიგი:
პირველი
დღე: კონფერენციის გახსნა-10-წთ.
მომხსენებელი
-გია მამულაშვილი (პლენარული საკონფერენციო დარბაზი)
პროექტებით
სწავლება-53 წთ.-მომხსენებელი მანანა რატიანი.
როგორ
უნდა გავხდეთ appy-პიროვნება 60 წთ. -ში-მოხსენებელი სანდარა უნდერვუდი.
როგორ
უნდა შევქმნათ წარმატებული tvinning პროექტი-60 წ.თ.-
მომხსენებელი
ჯორჯ გლასი.
შესვენება-1 სთ.
მეორე დღის მიმოხილვა: გარემოს დაცვა-მომხსენებელი მანანა
რატიანი.
მეორე
დღის მიმოხილვა: სამოქალაქო განათლება-მომხსენებელი გიორგი გახელაძე.
მეორე
დღის მიმოხილვა:მათემატიკური წიგნიერება და ტექნოლოგიები-მომხსენებელი ზაქრო გიუნაშვილი.
მეორე
დღის მიმოხილვა: წიგნიერება-მომხსენებელი პაატა პაპავა.
v 2 ღღე:
როგორ
შეუწყოთ ხელი მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში-30წთ.-მომხსენებელი სოფო ლობჟანიძე.
პროგრამების
შეფასება-30 წთ.
შესვენება
თემა
გარემოს დაცვა-1საათი-მომხსენებელი მანანა რატიანი (ოთახი 21)
თემა
სამოქალაქო განათლება-1 საათი-მომხსენებელი
გიორგი გახელაძე (ოთახი 22)
თემა
მათემატიკური წიგნიერება და ტექნოლოგიები-1 საათი-მომხსენებელი ზაქრო გიუნაშვილი
თემა
წიგნიერება-1 საათი-მომხსენებელი პაატა პაპავა (შეხვედრების
ოთახი)
პროექტი eTwinnigplus-ის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა
მასწავლებლები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწასებულებების სხვა წარმომადგენლები ქმნიან
პორტალის მეშვეობით ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს და გამოცდილებას უზიარებენ
ერთმანეთს.
აღნიშნული კონფერენცია ჩემთვის საინტერესო
იყო. გავეცანით სიახლეებს ამ პროექტის ფარგლებში, თუ როგორ შევქმნათ საინტერესო პროექტები
სხვადასხვა თემაზე, აგრეთვე ჩემში დიდი ემოცია გამოიწვია ჯორჯ გლასის გამოსვლამ, განსაკუთრბით
ყურადღება მივაქციე საუბრის დროს მის ჟესტიკულაციას: დროდადრო ტაშის შემოკვრა, ხმის
ტემბრის ცვალებადობა, სახის მიმიკები, საუბრისას ის იყენებდა აგრეთვე სიარულის, მოძრაობის
სხვადასხვა მანერას, რაც ბევრად საინტერესოს და მოსმენადს ხდიდა მის გამოსვლას. ჯორჯ
გლასი გახლავთ შოტლანდიის ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი და მე მეორე
დღესვე გამოვიყენე გლასის გამოსვლიდან
მიღებული გამოცდილება.
საინტერესო იყო ყველა სხვა დანარჩენი გამოსვლებიც.
ჩემთვის უყურადღებოდ არ ჩაუვლია თემას -მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, მივიღეთ
ბევრი სასურველი რჩევა, გამიჩნდა სხვადასხვა
იდეები მსგავსი საკითხების გადაჭრისათვის და ა.შ.
შთამბეჭდავი
იყო აგრეთვე პაატა პაპავას გამოსვლა, დღეს ხომ მართლაც დიდია პრობლემა წიგნიერების
მხრივ. ბატონმა პაატამ დასვა ასეთი კითხვა:
წარმოიდგინეთ 14-15 წლის მოსწავლე, რომელიც სკვერში ზის და წიგნს კითხულობს.ამ დროს
გამოიარეს მისმა თანაკლასელებმა და დაინახეს მეგობარი. თქვენი აზრით როგორი რეაქცია
ექნებათ მათ ამაზეო? გამოითქვა სხვადასხვა
მოსაზრებები, მაგრამ ყველაზე მეტად დომინირებდა ის, რომ წიგნით ხელში მყოფ მეგობარს
აუცილებლად დასცინებენ თანაკლასელები. ეს დასკვნა იყო ჩემთვის სავალალო რეალობა და
მივხვდი, რომ თითოეულმა პედაგოგმა უნდა დაიწყოსზრუნვა ამ პრობლემის მოგვარებაზე, ეს
შეიძლება იყოს სხვადასხვა პროექტებით, მაგალითის მიცემით და თუნდაც etwinning-ის ფარგლებში სხვა ქვეყნის
მოსწავლეთა ურთიერთობების ჩამოყალიბებით, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა დაინახონ , თუ რას
ფიქრობენ , როგორ იქცევიან, რამდენს კითხულობენ თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ცოდნას გავუზიერებ კოლეგებს და ვეცდებით ერთობლივად ჩავერთოთ
საერთაშორისო პროექტებში.
23.12.2013
თათია ბექაური