ჩვენ მომავალი ფეხბურთელები ვართ!!!
ანგარიში
ეს
იყო ნამდვილი ფეხბურთის ზეიმი, გულშემატკივრებითა და ემოციებით.
საფეხბურთო
მოედანზე ერთმანეთს შეხვდნენ ქ. რუსთავის
ІІ კლასის მოსწავლეები.
გაისმა სასტვენის ხმა და დაიწყო. ნორჩი ფეხბურთელები
მთელი მონდომებით ჩაერთნენ ბრძოლაში, არ დაუზოგავთ თავი და გამარჯვებამაც არ დააყოვნა. N 7 საჯარო სკოლის ІІ კლასის მოსწავლეებმა
მოიპოვეს პირველი ადგილი. მათ დაამარცხეს N 14 საჯარო სკოლა ,ხოლო ფინალურ შეხვედრაში
N 16 საჯარო სკოლა.
მოზარდს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა
ჩავუნერგოთ ფიზიკური აქტივობის აუცილებლობის შეგნება. მან უნდა
გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობა ნიშნავს არა
რომელიმე დაავადების არქონას, არამედ ამ
დაავადების თავიდან აცილებას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით არის
შესაძლებელი.დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ზოგად ფიზიკურ მომზადებას და საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების შეძენას,ხალისიანი შეჯიბრება,
თუნდაც მარტივი წახალისების თანხლებით, კარგი სტიმულია ყველა მოსწავლის სასწავლო პროცესში
ჩასაბმელად.
მიზანი:.II.4. ფიზიკურ აქტივობებში
მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს
უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები,
როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების
მიღება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იცავს
სპორტულ დარბაზში/მოედანზე ქცევის წესებს;
·
იცავს თამაშის წესებს;
·
თამაშისას ითვალისწინებს თანაგუნდელებისა
და მასწავლებლის ინტერესებს, საჭიროების შემთხვევაში,
ეხმარება მათ;
·
თამაშისას უფრთხილდება სხვა მოთამაშეებს;
·
სთავაზობს თანაგუნდელებს წამოჭრილი პრობლემის
გადაწყვეტის გზებს (როგორ გაინაწილონ თამაშის დროს ფუნქციები, როგორ დაარეგულირონ მოთამაშეებს
შორის წარმოქმნილი კონფლიქტი და სხვ.);