გაკვეთილის გეგმები







გაკვეთილის თემა
შემაჯამებელი გაკვეთილი
ინტეგრირებული საგნები/ მასწავლებლების სახელი და გვარი
ხელოვნება/ ქართული/ ინგლისური
ხელოვნება, ქართული-თ. ბექაური
ინგლისური-ე. კეკენაზე  ,მ. გოგოლაზე
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური
მოსწავლეთა პროფილი
27 მოსწავლე.
აქტუალობა
ეს გაკვეთილი დაანახებს მოსწავლეს, რომ საგნებს შორია არსებობს კავშირი, რომ ერთ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა სჭირდებათ სხვა საგნის გაკვეთილზე. უკვე არსებულ ცოდნასა და უნარებს გამოიყენებენ ახალი მასალის ათვისებისათვის.
სასწავლო მიზნები
მოსწავლე შეძლედს  არსებული ცოდნის გამოყენებას, წაკითხული ტექსტის გააზრებას. ჯგუფში შეთანხმებულ მუშაობას.
წინარე ცოდნა
უცხოენაში : შეუძლია დაასახელოს ფერები, ხილი, ბოსტნეული და სხვადასხვა ნივთები.
ხელოვნება: ამოიცნობს  ხელოვნების ჟანრი, თბილი და ცივი ფერები
ქართული: შეუძლია წაკითხული ტექსტის გააზრება, კითხვებზე პასუხის გაცემა.
გაკვეთილის მსვლელობა/მენეჯმენტი
1.    pizap.com14270277079991.jpgგამოწვევა--ვაჩვენებ სურათს და ვსვამ კითხვებს:

(4 წთ)
·         სად არიან ბავშვები?
·         რომელი გაკვეთილი მიმდინარეობს?  რატომ ფიქრობთ ასე?
(მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, საბოლოოს აღმოჩნდება ,რომ კლასში ერთობლივად მიმდინარეობს ქართულის, ხელოვნებისა და ინგლისურის გაკვეთილები -ანუ ინტეგრირებული გაკვეთილი)
§  მოდით ჩვენც ვცადოთ მსგავსად. მზად ხართ?
§  სწორედ ამიტომ მოვიწვიე  ინგლისური ენის პედაგოგები.
2.      ეკრანზე გამოჩნდება პალიტრა.
რა  არს ეს ნივთი?
რა პროფესიის ადამიანს სჭირდება იგი?
რისთვის იყენებს მხატვარი პალიტრას?
აქტივობა პალიტრა თქვენ დაგირიგდებათ პალიტრის ფორმის ფურცლები და ინგლისურად მოცემული ფერები. გევალებათ მონახოთ  და შეუსაბამოთ ფერებს. სიტყვებში არის ზედმეტი ფერებიც ასე, რომ ყურადრებით.   (6წთ)
3.      აქტივობა ფერების ბორბალი (3წთ)
დავასახელოთ თბილი და ცივი ფერები
4.    აქტივობა მხატვრობის ჟანრი
დაგირიგდებათ სურათები და წებოვანი ფურცლები, რომლებზეც მოცემული იქნება  ინგლისურად ესა თუ  ის ნივთები, იმ შემთხვევაში თუ ეს ნივთი არის ნამუშევარზე უნდა დააკრათ სათანადო ადგილას.  სიტყვებში შეგხვდებათ ზედმეტი სიტყვები, ამიტო ეს დავალება მოითხოვს თქვენს ყურადღებას. (6წთ)
სანამ შეამოწმებენ ინგლისური ენის მასწავლებლები- რომელი ჯანრი შეგხვდათ?
სადაური სიტყვაა ნატურმორტი ?
რას ნიშნავს ის?
სადაური სიტვაა პეიზაჟი? რას ნიშნავს ის?  რა არის ასახული პორტრეტზე?
რას უწოდებენ ნამუშევარს , როდესაც მხატვარი საკუთარ პორტრეტს ხატავს?
5.      აქტივობა  ბიოგრაფია
რას ნიშნავს სიტყვა ბიოგრაფია?
ხომ არ შეგიძლიათ დაასახელოთ ქართველი ქალი მხატვარი?
დღეს ჩვენ შევისწავლით ამონარიდს ელენე ახვლედიენის ბიოგრაფიიდან.

დაგირიგდებათ  ტექსტი, რომელის ყურადღებით უნდა წაიკითხოთ. ( 5წთ)
კითხვები  ( 5წთ)
Ø  სად და როდის დაიბადა ელენე ახვლედიანი?
Ø  გამახსენეთ რა პროფესიის იყო ეს ქალბატონი?
Ø  რა პროფესიის იყო მისი მამა?
Ø  სუფრასთან მჯდომ ელენეს ერთი უჩვეულო  ჩვევა ჰქონდა, და რა იყო ეს ჩვევა?
Ø  კარგი სწავლისთვის რომელ ქვეყნებში გაგზავნეს ელენე?
Ø  რამდენი სპექტაკლი ჰქონდა გაფორმებული ელენეს?
Ø  როგორც გავიგეთ ის ხატავდა წიგნის ილუსტრაციებსც, რომელი წიგნი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი , რომელიც მან გააფორმა?
Ø  რომელიმე ნამუშევრის სახელწოდებას ხომ ვერ გაიხსენებდით?
თქვენ ძალიან  კარგად გაართვით თავი დავალებას და ნამდვილად დაიმსახურეთ, რომ თვალი გადავავლოთ სამხატვრო გალერეას.
        6.      სტუმრად გალერეაში: (5 წთ)(სლაიდის ჩვენება)კითხვებზე პასუხი: 
        რომელი მხატვრის ნამუშევარია წარმოდგენილი?
       მხატვრობის რა ჟანრია?
       ხომ არ იცით სურათის სახელწოდება? და ა.შ.
        7.      ვიდეო მასალის ჩვენება 








საგანი:
ქართული ენა
თემა
გამრჯე  ზღარბი
კლასი:
IIІ
მასწავლებელი
თ. ბექაური
გაკვეთილის მიზანი:

ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.

შედეგები (ესგ):


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
·         განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
·         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი, რითი და სხვ.);
·         აკავშირებს ერთმანეთთან  მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·         ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან (ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);



გაკვეთილის ხანგრძლივობა:
45 წუთი
რესურსები:


    სურათები,   ,,გაცოცხლებული წიგნი“ ; თაბახები, მარკერი. წებოვანი ფურცლები
გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილი ტარდება  შებრუნებული კლასის მეთოდით: მოსწავლეებს წინა დღეს გადაგზავნილი აქვთ ელექტრონული წიგნი  სახლში გასაცნობად.

აქტივობა 1
 გამოწვევა- ზღარბზე ლექსი ხომ არავინ იცის?
 ( თუ ვინმემ იცის ამბობს თუ არა და მასწავლებელი სთავაზობს)
ზღარბო, ზღარბო ქაცვია
ეს რა ქურქი გაცვია?
დამიკაწრეს ხელები
მაგ ჩხვლეტია ნემსებმა
ნეტავ შენი დედიკო
როგორ გეალერსება?
თქვენი აზრით შეიძლება თუ არა ზღარბზე მოფერება?  ( შემდეგ ვუხსნი, რომ არც ისე ძალიან იჩხვლტება სინამდვილეში ზღარბი)
  (2 წთ)
საშინაო დავალების შემოწმება.           (2 წთ)
·         დაფაზე გაკრულია ის წინადადებები, რაც შესასწორებელი ჰქონდათ მოსწავლეებს და წითელი მარკერის გამოყენებით ასწორებენ.
·         უცხო სიყვათა ლექსიკონის შექმნა.   (7 წთ)
მასწავლებელი ურიგებს უცხო სიტყვების ჩამონათვალს და მათ უნდა შექმნან ლექსიკონი საშინაო დავალებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე. 
·         მოძიებული ინფორმაციიდან ზღარბსა და თაგვზე წარმოადგინონ მნიშვნელოვანი. ამას დაწერენ ბარათებზე და მიაკრავენ დაფაზე  ზღარბისა და თაგვის სურათზე    (10 წთ)
აქტივობა  2 ტექსტის განხილვა   (10წთ)
 მოსწავლეებს ურიგდებათ  კითხვები, სულ 6 შეკითხვა , კითხვები მეორდება.
 დავალებას ასრულებენ წყვილებში. მასწავლებელი იხილავს რამდენიმე საინტერესო პასუხს.
1.      თაგვის რა თვისებებს გამოარჩევ?
2.      რატომ გაბრაზდა ზღარბი?
3.      ჩაწერე  ზღარბის ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი თვისება.--------------------
4.      რატომ გაბრაზდა თაგვი?


აქტივობა 3  რა შეიძლება მომხდარიყო დ რა არის გამოგონილი?
მასწავლებელი კითხულობს   ფრაზებს და  იმის და მიხედვით თუ კლასი რას ფიქრობს აკრავს დაფაზე- ტე დიაგრამის სახით.
(5 წთ)


გამრჯე  ზღარბუნა მებაღეს  საქმეში შველოდა.
 

 ზღარბი   ვაშლებს აგროვებდა
 

 ზღარბი   ვაშლებს  ფიცრულში ეზიდებოდა
 

თაგვმა, რაც ვაშლები იყო, სუყველას გაუსინჯა გემო.
 

მივარდა თაგვი, ეცა, უნდოდა მისთვის ერთი მაგრად ჩაერჭო კბილები, მაგრამ ეკლები ისე ეჩხვლეტა , რომ ცხვირ-პირი სულ დაუსისხლიანდა.

 
 











ზღარბმა უთხრა:- შე მუქთახორავ, შენა!

 
 





რეფლექსია -ტესტი   შიდა პროგრამაში  შეჯამება-შეფასების მიზნით.(7წთ)

















                                                     

ინტეგრირებული    გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ჩატარების თარიღი-13 დეკემბერი
სკოლა: N7 საჯარო სკოლა                კლასი: ІІ                                                                                                 
 საგანი: ქართული/ბუნება

გაკვეთილის ძირითადი თემა/საკითხი და ქვესაკითხები:
·         თემა-ზამთარი/ ვაჟა-ფშაველას ლექსი   ,,ზამთარი“             ქვესაკითხებ
Ø  ზამთრის ბუნება
Ø  ზამთრის დღესასწაულები
Ø  ზამთრის თვეები და მათი ძველი სახელწოდებები
Ø  ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია
Ø  ბუნების დაცვა
     მისაღწევი შედეგები:მოსწავლემ შეძლოს ზამთრის ბუნების აღწერა, ამ სეზონის თვეების დასახელება. თემაში მოცემული ახალი ლექსიკური ერთეულების გააზრება და გამოყენება, აგრეთვე გაიაზროს რას ნიშნავს ბუნების დაცვა.
ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები:
ქართ.ІІ 2 შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტი და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.ІІ 3 მოსწვლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ბუნ.II.4.მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.
·      აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც განიცდიან მცენარეები და ცხოველები სეზონების მიხედვით (მაგ., ფოთოლცვენა,  ბეწვის ფერის ცვლა);

ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია   გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

·      აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ ცვლილებებზე;


გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები/სტრატეგიები:გონებრივი იერიშის,   , ,,მინი “ ლექციის , ვიდეო  მეთოდი, მსჯელობის მეთოდი, პრაქტიკული მეთოდი დემოსტრირებისა და ილუსტრაციის მეთოდი.
ძირითადი სასწავლო რესურსი:  სახემძღვანელო ,     ,,ჭკვიანი დაფა“,  ბარათები, კონვერტები, ფერადი ფანქრები.
A.   (ეკრანზე  ნაჩვენებია კლიპარტის მოძრავი სურათი, თუ როგორ უყურებს ფანჯრიდან  დათუნია  თოვლის მოსვლას.)
o   თქვენი აზრით რას უყურებს დათვი? ( სხვადასხვა იდეები-ერთიერთი დათვი უყურებს თოვლის მოსვლას)
o   თქვენ თუ გინდათ, რომ თოვი მოვიდეს?
o   წელიწადის რა დროს მოდის თოვლი?
o   წალიწადის რა დროა საქართველოში? 
o   ჩამოთვალეთ ზამთრის თვეები, მათი ძველი სახელწოდებები.       ( 3 წთ)
   
B.        
                 1.   ეკრანზე -ზამთრის სურათი) დააკვირდით  სურათს და აღწერეთ ზამთრის ბუნება.
§  როგორია ზამთარი?   (ცივი და სუსხიანი)
§  ზამთარში მზე გვიან ამოდის და......(ადრე ჩადის)
§  დღე მოკლეა და ......(ღამე გრძელი)
§  ფრინველები სად მიფრინავენ?
§  რომელი ფრინველები რჩებიან ჩვენთან? ( ბეღურა, ყვევი, კაჭკაჭი....)
§  რა იცით მწერების შესახებ წელიწადის ამ დროს? (ისინი ქრებიან. ზოგი იღუპება ,ხოლო ზოგიერთი მიწაში ძვრება და იქ იბუდებს.)
§  ა.შ.
( ეკრანზე სურათების ცვალებადობასთან ერთად იცვლება კითხვები)  ( 5 წთ.)
2.  გავიხსენოთ რომელი მცენარეები შიშვლდება ზამთარში და რომელი რჩება მწვანედ შემოსილი -მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები და ეძლევათ  ინსტრუქცია: ბარათზე ჩამოთვლილი მცენარეებიდან მწვანე ფერის ფანქრით შემოხაზონ მარადმწვანე მცენარეები . დავალების სისწორე შემოწმდება  პოვერპოინტის სლაიდზე ნაჩვენები მცენარეთა ამ ნიშნის მიხედვით დაჯგუფებით . (მოსწალლე აკვირდება სლაიდს და ადარებს თავის ნამუშევარს.)       ( 5 წთ.)
3.  ასოციაციური რუკა ( სურათის ფონზე)



ზამთარი
 
( ჩამოთვლიან  მოცემული სიტყვის გარშემო რა ახსენდებათ -ერთ-ერთი ალბათ იქნება ახალი წელი)
Ø  რადგან ვახსენეთ ახალი წელი, კიდევ რომელი  დღესასწაულებია წელიწადის ამ დროს?
 ( ვიყენებთ წინარე ცოდნას და ამ ცოდნას ვამტკიცებთ თითოეულ დღესასწაილსე სურათების ჩვენებით სლაიდშოუდან)
4.  რომელ მწერალს უყვარდა განსაკუთრებით ზამთრის ბუნება და არამარტო ზამთრის ბუნება? ( ვაჟა-ფშაველას)
,,მინი ლექცია ვაჟას ცხოვრებაზე და სურათების ჩვენება.   ( 4 წთ)
Ø ვაჟა-ფშაველას ლექსი  ,,ზამთარი“
კითხვაში ვარჯიში და ლექსის ანალიზი.
( ვაჩვენო და ავუხსნა  მანდილი, სუდარა, ქარბუქი......)                ( 8 წთ)
5.  აქტივობა -,,კონვერტი“
·         კლასი იყოფა ჯგუფებად, რომელთაც ურიგდებათ კონვერტები. მათში მოთავსებულია ლექსის თითო-თითო სტროფი დაჭრილი სტრიქონებად.მოსწავლეებმა ყურადღებიღ უნდა წაიკითხონ და მოახდინონ მათი თანმიმდევრული დალაგება. ჯგუფიდან ერთერთმა წევრმა ხმამაღლა უნდა  წაიკითხოს მიღებული სტროფი
·         ამის შემდეგ ჩნდება ეკრანსე შესაბამისი სტროფი და ხდება შედარება. (5წთ)
c. 
6.  დავმარცვლოთ ლექსში მოცემული უცნობი სიტყვები ( განმარტოს მნიშვნელობა თავისი სიტყვებით)  ( 2 წთ)
7.  მაგნიტურ დაფაზე მოცემულია გაფანტულად ასოები, რომელთა საშუალებით დგება სიტყვა ,,ეკოლოგია.“
v  ეკოლოგია- ამ სიტყვის მნიშვნელობის ახსნა.
v  თქვენი აზრით რას ნიშნავს დავიცვათ ბუნება? ( არ მოვჭრათ ხე, არ დავამაგვიანოთ ბუნება, არ დავანთოთ ცეცხლი ტყეში, დავრგოთ ხეები........
  ( 3 წთ)

8.  ვიდეო რგოლის ჩვენება. პატრიარქის სიტყვები  ,,ადამიანი და ბუნება“








,,მინი“ ლექცია-მოწოდება რომ აუცილებელია ბუნების დაცვა. ამასვე მოგვიწოდებს ბუნების  მგოსანი ვაჟა-ფშაველა.   ( 3 წთ)
9.  გაკვეთილის შეფასება
მოსწავლეებს ურიგდებათ ფურცლები ღიმილაკის გამოსახულებით. გააფერადე რომელსაც ემხრობი


გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მსჯელობენ რა მოეწონათ ან რა არ მოეწონათ.

                                                                                                                              ( 4წთ)



ანგარიში


გაკვეთილის ძირითადი თემა/საკითხი და ქვესაკითხები:
·         თემა-ზამთარი/ ვაჟა-ფშაველას ლექსი   ,,ზამთარი“
             ქვესაკითხებ
Ø  ზამთრის ბუნება
Ø    ზამთრის დღესასწაულები
Ø                 ზამთრის თვეები და მათი ძველი სახელწოდებები
Ø    ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია
Ø                   ბუნების დაცვა
         მისაღწევი შედეგები:მოსწავლემ შეძლოს ზამთრის ბუნების აღწერა, ამ სეზონის თვეების დასახელება. თემაში მოცემული ახალი ლექსიკური ერთეულების გააზრება და გამოყენება, აგრეთვე გაიაზროს რას ნიშნავს ბუნების დაცვა.
        ძირითადი სასწავლო რესურსი:  სახემძღვანელო ,     ,,ჭკვიანი დაფა“,  ბარათები, კონვერტები, ფერადი ფანქრები.

         გაკვეთილზე გამოვიყენე სხვადასხვა სტრატეგიები,  მაგალითად გონებრივი იერიშის,   , ,,მინი “ ლექციის , ვიდეო  მეთოდი, მსჯელობის მეთოდი, პრაქტიკული მეთოდი, დემოსტრირებისა და ილუსტრაციის მეთოდი. ყველა მათგანი  გარკვეულ როლს თამაშობდა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. მოსწავლეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაზარდა საგაკვეთილო პროცესში  ,,ჭკვიანი დაფის გამოყენებამ“. ისინი გაფაციცებულები შეჰყურებდნენ , თუ  როგორ ენაცვლებოდა ერთმანეთს ფერადი სურათები. ტექსტში მოცემული თითოეული უცხო სიტყვა არამარტო ავხსენი, არამედ შესაბამისი ფოტომასალითაც განვამტკიცე ცოდნა. მოსწავლეთათვის უფრო ადვილი გასაგები გახდა თუ რა არის ქედი, მანდილი, ნამქერი, სუდარა და ა.შ.  ჩემი აზრით ,კარგი გაკვეთილის ერთ-ერთი კომპონენტი სწორად შერჩეული თვალსაჩინოებაა.
         ინტეგრირებული გაკვეთილი საშუელებას გვაძლევს, რომ განვავითაროდ მოსწალის კოგნიტური მხარე, რადგან საჭიროა სხვადასხვა კავშირების გაკეთება, უკვე არსებული ცოდნის გამოყენება და ა.შ. ამ გაკვეთილზე ვფიქრობ რომ მივაღწიე გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს. მოსწავლეებმა დაახასიათეს ზამთრის ბუნება, გაიხსენეს და ჩამოთვალეს ამ სეზონის თვეები და მნიშვნელოვანი დღესასწაულები, ფრინველები, რომლებიც რჩებიან საქართველოში, მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარეები.  ამ აქტივობების წარმატებით შესრულებაში დიდ როლს თამაშობდა პოვერპოინტის სლაიდშოუ. მოსწავლეები საკუარი თვალით ნახულობდნენ რამდენად სწორად გაართვეს თავი დავალებას, დასმულ შეკითხვას.
            ის რომ შესწავლილი ლექსი არის ვაჟა-ფშაველასი , ეს გაიგეს მაგრამ ბევრად საინტერესო იყო მოსწავლეთათვის მწერლის სურათის ნახვა, მისი სახლის, სამუშაო ადგილის ჩვენება. არ გამოგვრჩენია აგრევე მისი სხვა ნაწარმოებების ხსენება, მაგალითად  ბავშვებისათვის ძალზედ დაყვარელი ,,ჩხიკვტა ქორწილი“ და  ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“ ( ამ უკანასკნელზე მივუთითე, რომ მოგვიანებით ვისწავლით)

ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა აითვისეს რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას ბუნება, აგრეთვე გაიაზრეს თუ რას ნიშნავს დავიცვათ ბუნება. მაგ: არ უნდა მოვჭრათ ხე, არ უნდა დავაბინძუროთ ტყე, მდინარე, მაგალითად ექსკურსიაზე რომ  აბინძურებენ ხოლმე გარემოს, აგრეთვე არ უნდა დავანთოთ ცეცხლი იქ სადაც არ შეიძლება. ამ  ჩვევების გასამტკიცებლად გამოვიყენე  პატრიარქის სიტყვების ვიდეო ჩანაწერი ,,ბუნება და ადამიანი“.
           გაკვეთილი საბოლოოდ დავასრულეთ მოსწავლეთა შეფასებებით. რა ისწავლეს , რა  მოეწონათ ან რა არ მოეწონათ  და შეავსეს შეფასების ბარათები.
              ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში დავამატებდი ასეთ აქტივობას-სასურველი იქნებოდა გაკვეთილი ჩატარებულიყო გაზაფხულზე, წელიწადის იმ დროს , როცა შესაძლებელია ნერგების დარგვა. გაკვეთილის შინარსობრივი გაგრძელება იქნებოდა  ის, რომ გაკვეთილების შემდეგ , ბავშვები მშობლებისა და ჩემი დახმარებით  სკოლის ეზოში დავრგავდით ნერგებს და შევიტანდით ჩვენს მცირედ წვლილს ეზოს გამწვანებაში.
               გაკვეთილის დასრულების შემდეგ, როდესაც დამთავრდა საგაკვეთილო პროცესი , დავინტერესდი კოლეგების შეფასებით. მოვისმინე მათგან გარკვეული რჩევები, მათი შეფასებები. ერთია როცა შენ ატარებ გაკვეთილს და მეორე სხვა როგორ აღიქვამს ამ ყოველივეს და ჩემი თხოვნა იყო,რომ ჩემს მიმართ ყოფილიყვნენ ძალიან კრიტიკულები.
         
           გაკვეთილზე მოვიწვიე  სტუმრები: დირექტორი ქალბატონი ლია
, პედაგოგები და მშობლები. ვფიქრობ, რომ ხშირად უნდა
ჩავატარო ამგვარი გაკვეთილები, რადგან  გამსაკუთრებით მაღალია
მოსწავლეთა ჩართულობა, გაკვეთილი მიმზიდველია ვიზუალურად,
მოსწავლისათვის აქტიურდება მხედველობითი მახსოვრობა, აგრეთვე
მათ საშუალება ეძლევათ ნახონ ის მასალა რაც სახემძღვანელოში არ არის,
მაგალითად მწერლების პორტრეტები, მცენარეები და ა.შ.