პროექტის სახელწოდება- ,, მადლობა შენდა, დიდო იაკობ! “
პროექტის ხანგძლივობა-10 ოქტომბერი-6 ნოემბერი
სკოლა- N7 საჯარო
კლასი-ІІბ
მასწავლებელი- თათია ბექაური
პროექტის მიზანი: ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ქმნის წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
· ირჩევს პერსონაჟს / რომელიმე მოქმედებას / მოქმედების ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი ინტერპრეტაციით, ფანტაზიით;
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
· შემუშავებული აქვს მარტივი წესი, რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
· გამოყოფს მითითებულ ან საჭირო აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები წაიკითხავენ ი. გოგებაშვილის მოთხრობებს მისივე ,,საგანძურიდან“. მოიძიებენ ინფორმაციას მწერლის ცხოვრების შესახებ, რაშიც გარკვეულ დახმარებას გავუწევ მე, სკოლის ბიბლიოთეკა და მშობლები.
რესურსი: ი. გოგებაშვილის ,, საგანძური“ , მწერლის სურათები, ფერადი ფურცლები, ფერადი ლენტი, კალამი,ფანქრები. ინტერნეტი-,,google”,ბიბლიოთეკა
მოსწავლეთა ორგანიზება: ინფორმაციას მოიძიებენ წყვილებში, ხოლო ბუკლეტების შექმნაზე იმუშავებენ ინდივიდუალურად.
მონიტორინგი და შეფასება: ზეპირი გამოკითხვით შევამოწმო წაიკითხეს თუ არა მოთხრობები, რომელი პერსონაჟი მოეწონათ ყველაზე მეტად და რატომ, აგრეთვე მოიძიეს თუ არა ი. გოგებაშვილის ბიოგრაფია. შეფასება-განმავითარებელი.
პროექტის ანგარიში
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ქმნის წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
· ირჩევს პერსონაჟს / რომელიმე მოქმედებას / მოქმედების ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი ინტერპრეტაციით, ფანტაზიით;
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
· შემუშავებული აქვს მარტივი წესი, რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
· გამოყოფს მითითებულ ან საჭირო აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.
პროექტის დასაწყისი - მოსწავლეებმა შეიყვარეს იაკობ გოგებაშვილი და მისი მოთხრობები.
მოსწავლეებს მივეცი ასეთი დავალება, მათ უნდა აერჩიათ
ი. გოგებაშვილის მოთხრობებიდან რომელიმე ,რომელიც მოეწონათ ყველაზე მეტად და შეექმნეთ მისთვის ილუსტრაცია. ნამუშევრებს მივეცით ბუკლეტების ფორმა.
პროექტის შემდეგი ეტაპი: ი. გოგებაშვილის ბიოგრაფია. მნიშვნელოვანი ფაქტების გამოყოფა და დასწავლა.
პროექტის დასასრული: გამოფენა, პრეზენტაცია.
ეს ყველაფერი მიეძღვნა იაკობის დაბადების დღეს. მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტი გაიგეს იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მათ გაუჩნდათ სხვადასხვა კითხვები, რომლითაც მომმართავდნენ პროექტის განხორციელების ფარგლებში, მაგალითად ვინ იყო იაკობის დედა, მამა? ჰყავდა თუ არა მას და ან ძმა? სწავლობდა თუ არა სკოლაში? წერა-კითხვა საიდან ისწავლა და ა.შ.
პროექტი განხორციელდა მეტად საინტერესოდ. მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები,რის შემდეგაც მოეწყო გამოფენა. ისინი ათვალიერებდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს, თავიანთი ხელით დაწერილ გოგებაშვილის მოთხრობებს , შექმნილ ილუსტრაციებს. მოიძიეს ინფორმაცია მწერლის ბიოგრაფიიდან და შემდეგ მოხდა ამ მასალისა და მათი შეხედულებების ერთმანეთში გაზიარება.
პროექტის განხორციელების პროცესი მოსწავლეთათვის გამოდგა ძალიან სახალისო და საინტერესო. მათვის ეს იყო პირველი განსხვავებული ნაბიჯები. გზადაგზა ვამჩნევდი,რომ ზოგიერთ მათგანს ჰქონდა მოტივაცია ,რაც შეიძლება ლამაზი , კარგი ბუკლეტი დაემზადებინა და მათ უფროსებიც ჩართეს ამ საკითხში.
როდესაც მოვაწყვეთ გამოფენა, სიამოვნებით უყურებდნენ იმ პროცესს ,თუ როგორ ათვალიერებდნენ და აფასებდნენ სხვა კლასის მოსწავლეები მათ ნამუშევრებს. მუშაობის პროცესში ხშირად მომმართავდნენ კითხვებით-ეს რომ გავაკეთო თუ შეიძლებაო და ა.შ. ამასთან ერთად ისიც უნდა აღვნიშნო,რომ კლასში აზერბაიჯანელი მოსწავლეებიც განსაკუთრებული მონდომებით იყვნენ ჩართულნი ამ პროცესებში და მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტი გაიგეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების შესახებ,დაინტერესდნენ და წაიკითხეს იმაზე მეტი მოთხრობა, ვიდრე ჩვენს სახემძღვანელოშია წარმოდგენილი.
პროექტის ანგარიში
პროექტის სახელწოდება-საახალწლო ტრადიციები
პროექტის ხანგძლივობა-10 დეკემბერი-24 დეკემბერი
სკოლა- N 7 საჯარო
კლასი-ІІბ
მასწავლებელი-თათია ბექაური
ძირითადი თემა/საკითხი-როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში?
ხელოვნება-ს.გ.II.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მონაწილეობს საკლასო ან სასკოლო ზეიმში;
· მონაწილეობს საკლასო გამოფენაში;
· ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათ შინაარსს.
მოსალოდნელი შედეგები-პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობია ქვეყნების და მათ შორის საქართველოს საახალწლო ტრადიციებს, იმსჯელებენ რომელი მოეწონათ და რატომ? რა განსხვევაბა და საერთოა არსებულ ტრადიციებს შორის, გააკეთებენ დასკვნებს, რომ ყველა ქვეყანას და არა მარტო ქვეყანას, არამედ ქვეყნის ცალკეულ კუთხეებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული საახალწლო ტრადიციები.
ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი, რადგან ყველაფერი ეხებოდა მათთვის ყველაზე საყვარელ დრესასწაულს ახალ წელს. მოიძიეს იმფორმაცია და შეძლეს ინფორმაციიდან ამოეღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, განსხვავებული , სახალისო ტრადიცია. ხელოვნების გაკვეთილზე ყველამ წარმოადგინა მოძიებული მასალა. მოსწავლეები ისმენდნენ ერთმანეთის წაკითხულს და შემდეგ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს, ემოციები გადმოვიტანეთ ქაღალდზე . ფერად ქაღალდებზე შექმნეს ამორჩეული სახელმწიფოს დროშა და გავაფორმეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციები. საინტერესო იყო მათთვის ჩიჩილაკის ხსენება. უმრავლესობამ პირველად გაიგონა ეს სიტყვა, ამიტომ მომავალი გაკვეთილისათვის დავგეგმე, რომ მეჩვენებინა ეს ნივთი და ამეხსნა მისი დანიშნულება.
როდესაც ჩიჩილაკი ვაჩვენე, აღმოჩნდა რომ რამდენიმე მათგანს დაწვრილებით უკითხავს ბებიასა და ბაბუასთან ჩიჩილაკის შესახებ და მათი ნათქვამი დაწვრილებით მოიტანეს ჩვენამდე.
მასალები რომ მოვაწესრიგეთ, მოვაწყვეთ გამოფენა.
ეს იყო პროექტის შემდეგი ეტაპი, ხოლო პროექტი დასრულდა ღონისძიებით: საახალწლო ტრადიციები
კლასი დავყავი რამდენიმე ნაწილად
· ქართველები
· სტუმრები უცხოეთიდან
· ფიფქები , რომლებიც ალამაზებდნენ ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილ მონაწილეებს.
ყველა ქვეყამან წარმოადგინა თავისი ქვეყნის დროშა, ისაუბრა დამახასიათებელ ტრადიციაზე . საქართველომ სათამადო მასპინძლობა გაუწია უცხოელ სტუმრებს. ქართველების გამოსვლა დასრულდა ცეკვით, რადგან ქართული ცეკვა არის ერთ-ერთი იმ მნიშვლელოვანთაგან რაც გამორჩეულს ხდის ჩვენს ქვეყანას და ამის გარეშე აბა როგორ იქნებოდა?
ბავშვებთან ერთად მშობლებმაც ისიამოვნესღონისძიებით, გამოხატეს თავისი დამოკიდებულება და აღნიშნეს, რომ ამ პროექტზე მუშაობას თვალს აევნებდნენ და ბევრი ისეთი ტრადიცია აღმოაჩინეს , რაც აქამდე მათ არ სმენიათ , აგრეთვე გაიხსენეს როგორ ბრუნდებოდნენ მათი შვილები სკოლიდან და კარებშივე როგორ უყვებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციებს. აღმოჩნდა რომ ბავშვებთან ერთად მშობლებმაც ბევრი საინტერესო რამ დაიმახსოვრეს.
ღონისძიების მსვლელობა მცირედით შეიცვალა, რადგან ერთ-ერთი მოსწავლე ზუსტად იმ დილით ავად გაგვიხდა, ჩვენ სასწრაფოდ, როგორც შევძელით გადავაწყვეთ ერთი მოქმედება.
ამ პროექტზე მუსაობამ მოითხოვა ძალიან ბევრი რესურსი, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მშობლების თანადგომა.